დავიბადე იმერეთის ერთ მართლა ძალიან ლამაზ სოფელში. ჩვენი სოფლები რომ ერთმანეთს შეჯიბრებოდნენ სილამაზეში, პირველობას ჩემს კოპწია ილემს მიაკუთვნებდნენ.მისი სავიზიტო ბარათი სამი ტაძარია,რომელთაგან ერთი სოფლის ცენტრში გაწოლილი სერიდან გადმოსცქერის აქ შემომავალ მიკლაკნილ-მოკლაკნილ გზას.
სოფელში მშვიდობიანი და ბრძენი ხალხი ცხოვრობს თავისი კოლორიტებითა და ,,ფუფალებით",თავისი ტკივილითა და სიხარულით.
მამა პატიოსანი და სოფელში ჭკუასაკითხავი კაცი იყო: გლეხკაცი არაგლეხური ფსიქოლოგიით, ის ილიას გიორგის ასლი იყო:სხვისაზეც ისე ეწვოდა გული,როგორც საკუთარზე,ვერ იტანდა სუსტის დაჩაგვრას.მისი დამსახურებაა, უსამართლობასა და უსინდისობას რომ ვერ ვიტან!...დედა- სერიოზული, არისტოკრატიული ბუნების მუხლჩაუხრელი მშრომელი, არაჩვეულებრივად სიფრიფანა, უცეცხლო მჭადებითა და ხაჭაპურებით.
ორი ძმის გარემოცვაში გავიზარდე,მამის სათავგადასავლო ამბების შთაბეჭდილებებზე. სოფელში რვაწლიანი სკოლა დავამთავრე,მერე -ზესტაფონის მეორე საშუალო სკოლა ლენინისთავიანი სიგელით ქართულ ენასა დალიტერატურაში განსაკუთრებული წარმატებებისთვის. დიდი სიყვარულით ვიხსენებ ჩემს ყოფილ მასწავლებლებს:უშანგი თუთბერიძეს,პაპო სხილაძეს,იზოლდა მოდებაძეს,დაშა სხილაძეს,მარი გვენცაძეს,მარო შეყილაძეს,მარგო ავდიშევას,ელგუჯა ნუცუბიძეს...
ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა საბჭოთა კავშირს უკავშირდება.მე ვერ უარვყოფ ჩემს წარსულს.მასში ტრაგიკული არაფერია.ის, ვინც ცდილობს, იყოს მოვლენების ეპიცენტრში,თავის ბედს სასწორზე დებს.ყველას შეუძლია თავისი ბედი სასწორზე დადოს,მაგრამ არავითარ შემთხვევაში საქართველოსი...ნებისმიერ ეპოქას აქვს თავისი შავ-თეთრი ლაქები.სიბრძნე იმაშია,ეპოქის ტკბილ-მწარე განსაჯო და დ რ ო უ ლ ა დ შეარჩიო მიზანი!!!ვფიქრობ,ვერ ვისწავლეთ წარსულ შეცდომებზე და საქართველო თანდათან პატარავდება...
დავამთავრე თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.მუშაობა დავიწყე ზესტაფონის მეოთხე საშუალო სკოლაში.მიღებული მაქვს განათლების სამინისტროს სიგელი სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისთვის.მაგრამ ჩემთვის უფრო ღირებული იყო არაჩვეულებრივად საქმიანი და ნიჭიერი ხელმძღვანელის ,ნატო ჩაფიძის, საატესტაციო შეფასება:,,სპეტაკი ადამიანი".თოთხმეტი წლის შემდეგ იძულებული გავხდი ჩემს სოფელს დავბრუნებოდი. არ მოვინდომე ჩემი ავტორიტეტით სარგებლობა და აქ მუშაობა გავაგრძელე დაწყებითი კლასების მასწავლებლად,რისი ვაკანსიაც მაშინ გაჩნდა.მიყვარს ჩემი საქმე.მომწონს სიახლეები,რომლებიც განათლების სისტემაში ხდება:ბავშვზე ორიენტირებული სწავლება,მაგრამ ,,ოქროს კვეთი"-ზომიერება აქაც აუცილებელია...

Комментариев нет:
Отправить комментарий